ბათუმში შესაძლოა უბანი გაუქმდეს

ბათუმის 79 ოლქის მეორე მაჟორიტარულ ოლქში “სამართლიანმა არჩევნებმა” დააფიქსირა ხარვეზიანი მაჟორიტარული ბიულეტენები. ამ ბიულეტენებში „თორთალაძე-დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატის გასწვრივ პაარტიის საარჩევნო ნომერი შეცდომით არის მითითებული – 21-ის ნაცვლად წერია 15.

„სამართლიანი არჩევნების“ იურისტის განმარტებით, აღნიშნული დაrღვევის შესახებ მათ ოლქმაც დაუდასტურა.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმოამდგენლის განმარტებით, ეს ხარვეზი შესაძლებელია უბნის გაუქმების საფუძველი გახდეს. “სამართლიანი არჩევნები” ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივრის დაწერას გეგმავს.