ეგზიტპოლის შედეგები

10 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა ეგზიტპოლისთვის, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ Edison Research-მა განახორციელა და ”რუსთავი 2”-სა და ”იმედის”  დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხულთა 49% თქვა უარი პასუხზე. დადები პასუხები კი 16 საათის მონაცემებით ასე განაწილდა:

გიგი უგულავა: 61%
ირაკლი ალასანია: 17%
გია ჭანტურია: 10 %
ძვიად ძიძიგური: 6%
გოგი თოფაძე – 5%;
დანარჩენ კანდიდატებს ხმათა 1% აქვთ.

პარტიების მონაცემები კი ასე განაწილდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 60
ალიანსი საქართველოსთვის – 16
ქრიტიან-დემოკრატები – 10
ეროვნული საბჭო – 7
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 5

Edison Research -ის განცხადებით ცდომილება 2%-ია.

ედისონ რისერჩი აშშ-ს მთავარ სატელევიზიო ქსელებისა და ასოშეიდეტ პრესისთვის ეროვნული არჩევნების გამოკითხვის შედეგების ექსკლუზიური მიმწოდებელია.

საველე სამუშაოები თბილისში ერთერთმა ქართულმა ორგანიზაციამ ჩაატარა ედისონ რისერჩის კითხვარის მიხედვით. ქართული კომპანიის ვინაობას არ ასახელებენ.