ახალი ამბები

„ჩვენი მთავრობა შეშფოთებულია და ყურადღებით აკვირდება პროცესს“ — დეგნანი სააკაშვილზე

2 თებერვალი, 2023 • 638
„ჩვენი მთავრობა შეშფოთებულია და ყურადღებით აკვირდება პროცესს“ — დეგნანი სააკაშვილზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სიტუაცია სერიოზულია და პროცესს აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება.

დეგნანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება შეშფოთების საგანია და საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მას საჭირო დახმარება აღმოუჩინოს. ამისთვი კი, ელჩის თქმით, საჭიროა ზუსტი დიაგნოზის ცოდნა, რათა შემდგომ საჭირო ჩარევები განისაზღვროს:

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული სიტუაცია, რაც ვნახეთ გუშინ. ჩვენი, ისევე როგორც სხვა ქვეყნების მთავრობები, ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს და ეს არის შეშფოთების საგანი. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ აღმოუჩინოს საჭირო დახმარება. ამისთვის საჭიროა დიაგნოზის ცოდნა და შემდგომ საჭირო დახმარების განსაზღვრა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე მეთვალყურეობას“, — ამბობს კელი დეგნანი.

პირველ თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ერთადერთი, რასაც ითხოვს, ისაა, რომ ადეკვატური მკურნალობის საშუალება მიეცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი