17 არასამთავრობო სააკაშვილზე სასამართლოსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

საქართველოში მოქმედი 17 არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების ფონზე, უმოკლეს დროში მიიღოს “ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი” გადაწყვეტილება.

NGO-ების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის მიერ არის დაფიქსირებული.

“სახალხო დამცველის თანახმად, არსებობს სასჯელის გადავადების საფუძველი და მისი მკურნალობა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაშია შესაძლებელი. ეს დაადასტურეს სასამართლოში გამოკითხულმა მოწმეებმაც, კერძოდ:

მათივე სიტყვებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო ლეტალური შედეგის დადგომა “ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს”.

“აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სასამართლოს, გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტთა დასკვნები და უმოკლეს ვადაშ, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება.

ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური კოლაფსი”, — ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტს ხელს აწერენ:

  1. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  3. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი
  5. მედიის განვითარების ფონდი
  6. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  8. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  10. პრევენცია პროგრესისთვის
  11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  12. უფლებები საქართველო
  13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  14. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  15. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  16. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  17. საფარი

პირველ თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ერთადერთი, რასაც ითხოვს, ისაა, რომ ადეკვატური მკურნალობის საშუალება მიეცეს.

ამავე თემაზე:

ზელენსკი: „ვფიქრობ, მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი“