გარდაბნის 21–ე საარჩევნო ოლქის სოფელ თაზაქენდის 25–ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის განმეორებითი ხმის მიცემა,–აცხადებს ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლი. მოქალაქემ, რომელმაც განმეორებით მისცა ხმა, ჩაცმულობა შეიცვალა და ისე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ამომრჩეველმა ბიულეტენის მაგივრად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჩააგდო საარჩევნო ყუთში.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *