კახეთში ავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა

კახეთის რაიონ სოფელ კაჭრეთში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც 60 წლამდე ქალი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 31 იანვარს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.