უკრაინელი ტანკისტები UK-ში ჩავიდნენ Challenger-ის მართვის ასათვისებლად

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდნენ, რათა Challenger 2-ის ტანკების გამოსაყენებლად მომზადება დაიწყონ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

სამეფო უკრაინას პირველ ეტაპზე 14 Challenger-ს უგზავნის.

უკრაინელ ტანკისტებს კი, რომლებიც აქამდე საბჭოთა წარმოების და შემდეგ მოდიფიცირებულ ტექნიკას იყენებდნენ, Challenger-ების ასათვისებლად გარკვეული დრო სჭირდებათ.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მოკავშირეები უკრაინას დასავლეთში წარმოებულ ტანკებს გადასცემენ, კერძოდ: ამერიკულ აბრამსებს, ბრიტანულ ჩელენჯერებსა და გერმანულ ლეოპარდებს. ბოლო მონაცემებით უკრაინა ამ ტალღაზე 321 ტანკს მიიღებს.