ზურაბიშვილი გმობს იერუსალიმის სინაგოგაზე თავდასხმას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს 27 იანვარს იერუსალიმის სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას, რომლის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე სამი დაშავდა.

„შოკირებული ვარ სროლებით იერუსალიმის სინაგოგასთან. მე ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მლოცველების წინააღმდეგ. ძალადობა ვერასდროს იქნება შეწყნარებული. ვლოცულობ დაშავებულებისთვის და მათთვის, ვინც ახლობლები დაკარგა“, — წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

Shocked by the #Jerusalem synagogue shooting. I condemn this horrendous attack against peaceful worshippers. Violence can never be condoned.

My prayers are with those injured and those who lost their loved ones.

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 28, 2023

27 იანვარს, აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგიდან გამომსვლელ მომლოცველებს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. მამაკაცი, რომელიც პარასკევს თავს დაესხა სინაგოგას, ადგილობრივმა მედიამ დაასახელა, როგორც პალესტინელი აღმოსავლეთ იერუსალიმიდან.

ისრაელის პოლიციამ სინაგოგასთან მომხდარ სროლასთან დაკავშირებით 42 პირი დააკავა და უშუალოდ თავდამსხმელის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.

ორი ადამიანი — მამა-შვილის — ასევე დაშავდა 28 იანვარს ძველი ქალაქის გარეთ განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ შაბათს თავდასხმაში თავდამსხმელი 13 წლის ბიჭი იყო.

ორი თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლებამ იერუსალიმის რაიონში „მუდმივი“ კონტრტერორისტული დანაყოფის ოფიცრები განათავსა, რათა „საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ უპასუხონ განსაკუთრებულ მოვლენებს“.

BBC-ის ცნობით, დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცხრა პალესტინელი — ბოევიკიც და მშვიდობიანი მოქალაქე — დაიღუპა ხუთშაბათს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ჯინინში ისრაელის რეიდის დროს.

ამას მოჰყვა ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება, რასაც ისრაელმა საჰაერო დარტყმებით უპასუხა.

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი