სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

სამტრედიაში, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

infoimereti.ge-ს ინფორმაციით, 45 წლამდე კაცი კორპუსის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.