მარკირება ხელის ჩამორთმევით

ბათუმის 79 ოლქის 29-ე უბანზე  ,,გაზეთმა ბათუმელებმა’’ დააფიქსირა  ხმის მისაცემად მისული მოქალაქე (გვანცა ინაკავაძე, საცხოვრებელი მისამართი მელიქიშვილის ქ. #42), რომელსაც  უკვე ჰქონდა მარკირება გავლილი. ის აცხადებდა, რომ ხელის ჩამორთმევის დროს წაეცხო მარკირების სითხე.

უბნის  კომისიის თავმჯდომარემ ,,გაზეთ ბათუმელების,, შენიშვნა გაითვალისწინა და მოქალაქეს ხმის მიცემის  საშუალება არ მისცა.