15 ამომრჩეველმა მარკირების გარეშე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა

საიას ინფორმაციით კრწანისის ოლქის 31–ე უბანზე მარკირების აპარატი გაფუჭებული იყო. კენჭისყრა მართალია შეჩერდა, თუმცა, 15–მდე ამომრჩეველმა გაუმართავი აპარატის პირობებში მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

გარდა ამისა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, ამავე ოლქში კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანეს მიღებული ბიულეტენების რაოდენობა.

დამკვირვებლებმა დარღვევები დააფიქსირეს ჩუღურეთის ოლქშიც. სამი უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა პოლიციელი. საჩივრის დაწერის შემდეგ, პოლიციელმა დატოვა უბანი.