მარნეულში ქვეითს სასწრაფოს მანქანა დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა

მარნეულში სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითს დაეჯახა. შედაგად ქვეითი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა დღეს, 14 იანვარს მოხდა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანას პაციენტი გადაჰყავდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.