გავრცელებული ინფორმაცია წყალტუბოში ბიულეტენების ჩაყრაზე აღარ დასტურდება

ინფორმაცია წყალტუბოს 62-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ერთდროულად დიდი რაოდენობის ბიულეტენების ჩაყრის შესახებ არ დასტურდება. თავდაპირველად განცხადება ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა გააკეთა, რომელიც ამ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრია.

ამ ფაქტის გადასამოწმებლად საარჩევნო პუნქტში ”ახალი გაზეთის” წარმომადგენლები მივიდნენ. ია ბობოხიძე, გაზეთის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ჩანაწერთა წიგნში ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ არის და არც საჩივარია დაწერილი. იგი აცხადებს, რომ კომისიის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ბიულეტენების ჩაყრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამჯერად უარყოფს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია მან ნეტგაზეთთან საუბარშიც უარყო.