პუტინი კრემლის ტაძარში შობას მარტო შეხვდა – მედია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საშობაო ლიტურგიას კრემლის ტაძარში მარტო დაესწრო. რუსეთის ფედერალური არხის ვიდეოში, რომლის ნაწყვეტიც კომერსანტმა გაავრცელა,   ჩანს, რომ პუტინი საშობაო ლიტურგიაზეა მარტოა, მის ირგვლივ არაა არც ერთი არასასულიერო პირი.


7 იანვარს მართლმადიდებლების ნაწილი ქრისტესშობას აღნიშნავს.