ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შემრჩევ კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გახსნა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა და საკონკურსო კომისია შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრის N304-ე ბრძანებით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:

საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

ანტიკორუფციულ ბიუროს უხელმძღვანელებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს.