ზუგდიდში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ავტომობილი, რომელსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელი მართავდა, ზუგდიდში 2 ქვეითს დაეჯახა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, შემთხვევა 3 იანვარს მოხდა. დაშავებულია მძღოლიც.