საარჩევნო ყუთი საკონტროლო ფურცლის გარეშე

კრწანისის ოლქის მე–14 საარჩევნო უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმა ისე მისცა, რომ კომისიის წევრებს არ შეუვსიათ საკონტროლო ფურცელი.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ საარჩევნო ყუთში არ არის საკონტროლო ფურცელი, ან მონაცემები არ ემთხვევა, ყუთი უნდა იცნოს ბათილად.

საარჩევნო უბანში შემოსული პირველი ამომრჩევლისთანავე ივსება საკონტროლო ფურცელი. მასზე იწერება, თუ რომელ საათზე შევიდა უბანზე პირველი ამომრჩეველი, მითითებულია მისი სახელი და გვარი. ფურცელზე კომისიის წევრების ხელმოწერაც ფიქსირდება. საკონტროლო ფურცელი არის სამი. ერთი მათგანი ძირითად ყუთში ვარდება, მეორე გადასატან ყუთში, მესამე კი კომისიის მდივანთან ინახება. 

ეკა სირაძის, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულ დარღვევაზე ორგანიზაციის დამკვირვებლემა საჩივარი უკვე დაწერეს.