ახალი ამბები

სამოქალაქო ინიციატივით შეგროვებული გენერატორები უკრაინაში ჩაიტანეს

27 დეკემბერი, 2022 •
სამოქალაქო ინიციატივით შეგროვებული გენერატორები უკრაინაში ჩაიტანეს

საქართველოში სამოქალაქო ინიციატივის „გაუზიარე სინათლე“ ფარგლებში შეგროვებული გენერატორები, რომელთა უმრავლესობაც მცირე სიმძლავრისაა, უკრაინაში ჩაიტანეს.

კამპანიის ორგანიზატორების თანახმად, გაგზავნილ 311 გენერატორს მომდევნო ორი დღის განმავლობაში საბოლოო დანიშნულების ადგილას მიიტანენ.

გენერატორები მათ შორის დამონტაჟდება წყლის სატუმბ სადგურებზე, სამედიცინო პუნქტებში, სკოლებში, სამხედრო ჰოსპიტლებში, საბავშვო ბაღებსა და სხვა ადგილებში.

უკრაინაში მაღალი სიმძლავრის 25 გენერატორი საქართველოს მთავრობამაც გააგზავნა, თუმცა მანამდე უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა საქართველოში განაცხადა, რომ საქართველოს ამგვარი თხოვნით 1 თვით ადრე მიმართეს, თუმცა პასუხი კლავ არ ჰქონდათ მიღებული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი