ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთი შეიძლება გახდეს მონაკო, 10 $ მილიარდის ინვესტიცია შეგვიძლია”

27 დეკემბერი, 2022 • 3904
“აფხაზეთი შეიძლება გახდეს მონაკო, 10 $ მილიარდის ინვესტიცია შეგვიძლია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრა კონფლიქტების მიმართულებითა და საქართველოს სამშვიდობო კურსის ურყევობის შესახებ.

“ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი. ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება. ჩვენ გვინდა, ომებით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ და ყველამ ერთად ვიცხოვროთ ძლიერ, ერთიან ევროპულ საქართველოში”

ამასთან, ღარიბაშვილმა კონკრეტულ ინიციატივაზე გააკეთა განცხადება.

“აფხაზეთის ბიუჯეტი სულ რაღაც ასეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მათი ეს ბიუჯეტი სრულიად დოტაციაზეა. აფხაზი დ ოსი ძმების და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში, ასევე- სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო. ამის უზარმაზარი პოტენციალი აქვს.  და სოხუმი მეორე მონტე-კარლო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი