ახალი ამბები

ინდოეთის სასტუმროში 2 გარდაცვლილი რუსი პოლიტიკოსი იპოვეს

27 დეკემბერი, 2022 •
ინდოეთის სასტუმროში 2 გარდაცვლილი რუსი პოლიტიკოსი იპოვეს

რუსეთის ვლადიმირის ოლქის ადგილობრივი ასამბლეის წევრი და ბიზნესმენი, პაველ ანტოვი, რომელიც უკრაინაში ომს აკრიტიკებდა, ინდოეთში, ოდიშას შტატში გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი პოლიციის თანახმად, იგი სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან, მესამე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

მანამდე, ორი დღით ადრე, იმავე სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს ანტოვთან ერთად მყოფი კიდევ ერთი რუსი პოლიტიკოსი, ვლადიმირ ბუდანოვიც.

ინდური მედიის თანახმად, ბუდანოვი, რომელიც 61 წლის იყო, გულის შეტევით გარდაიცვალა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახშირდა რუსი ოლიგარქების, ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტები.

მოკლე პერიოდში გარდაცვლილი რუსი ოლიგარქები და ბიზნესმენები — რა ვიცით მათზე

მასალების გადაბეჭდვის წესი