სასამართლოს „კლანური“ სისტემის შესასწავლად შესაძლოა, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას

50 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად შესაძლოა, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, „რეფორმების ჯგუფის” სახელით, „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარლამენტში დაარეგისტრირა. „რეფორმების ჯგუფი”, თავის მხრივ, ეხმიანება 12 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას შეისწავლის.

„დღეს არსებული მდგომარეობით სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა ძალიან მაღალია. სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები იდენტიფიცირებულია არაერთი პოლიტიკური მოძრაობისა თუ ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ და სიღრმისეულად გავეცნოთ სისტემაში არსებულ პრობლემებს და ნათლად, თანმიმდევრულად დავანახოთ საზოგადოებას სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ჯაჭვი, ვინაიდან სწორედ ეს იწვევს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების უნდობლობას”, — აცხადებს ხათუნა სამნიძე.

არასამთავრობოების ინიციატივა

მას შემდეგ, რაც მოსამართლეებზე ზეწოლის და მართლმსაჯულების სისტემაში არაჯეროვანი ჩარევის ფაქტებზე საჯაროდ ისაუბრეს ყოფილმა მოსამართლეებმა — ნათია ქუთათელაძემ, ანა ღელეყვამ, ბესარიონ ალავიძემ — არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდეს, შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური დანაშაულების და სხვა კანონდარღვევების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების მიზნით.

NGO-ების აზრით, ეფექტიან გამოძიებას საჭიროებს მედიაში გახმაურებული და ამ დრომდე გამოუძიებელი გარემოებები:

საგამოძიებო კომისიის შექმნა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად. სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები. ამ დროისთვის საპარლამენტო ოპოზიციაში 58 წევრია.


სასამართლოში არსებულ „კლანურ მმართველობაზე“ უკვე წლებია საუბრობენ როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე — საერთაშორისო აქტორები.

ქართულ სასამართლო სისტემაში საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშშიც.