ტურიზმის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ეყოლება

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

ამ თანამდებობაზე მაია ომიაძე დაინიშნა.

იგი ეკონომიკის სამინისტრომ დღეს წარადგინა.

მანამდე მაია ომიაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.