“გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად, მაგრამ ჯერ ხელისუფლებას დაველოდებით” – ფეიგინი სააკაშვილზე

რუსი ბლოგერი და პუტინის კრიტიკოსი მარკ ფეიგინი აცხადებს, რომ აქვთ გეგმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად, თუმცა ჯერ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას დაელოდებიან. ამის შესახებ მან დღეს, 24 დეკემბერს ტვიტერზე დაწერა.

“მიხეილ სააკაშვილის წერილის საფუძველზე, რომელიც გუშინ გადმომცეს, და ასევე მისი მოწამვლის შესახებ ტოქსიკოლოგის დასკვნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მიხეილის დახმარების გეგმა, მაგრამ ჯერ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. თუ არაფერი არ მოხდა, მაშინ დავიწყებთ მოქმედებას. მაგრამ! ამ გეგმის განხორციელებაში აუცილებელი იქნება მონაწილეობა მიიღოს ყველამ”, – წერს ფეიგინი ტვიტერზე.

Итак, в связи с переданным мне вчера письмом Михаила Саакашвили и заключением токсиколога о его отравлении. У нас есть план помощи Михаилу, но мы подождём реакции властей Грузии. Если ничего не произойдет, тогда мы начнём действовать. Но! Понадобится вовлечение в этот план всех! pic.twitter.com/OPvNIMBk5Q

— ФЕЙГИН LIVE (@FeyginMark4) December 24, 2022

მანამდე ფეიგინმა გაავრცელა წერილი, რომელიც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მისწერა. წერილში ექსპრეზიდენტი წერს, რომ პუტინმა გასცა ციხეში მისი მოკვლის ბრძანება.