არჩევანი საჯაროდ

ასპინძის 39–ე ოლქის იდუმალის #7 უბანზე 55 წლის ირინა კედელაშვილმა არჩევანი სარეგისტრაციო მაგიდაზე გააკეთა. მან შემოხაზა 5 ნომერი და განაცხადა, რომ სხვა არჩევანი არ აქვს, რადგან ერთი შვილი პოლიციელია, მეორე კი სამხადრო სამსახურშია. და საჭირო იყო, რომ არჩევნი საჯაროდ დაეფიქსირებინა. უბანში არსებულ დამკვირვებლებს მისთვის შენიშვნა არ მიუციათ.