ახალი ამბები

„ოცნება“ ოპოზიციას ომბუდსმენის არჩევას 5 კანდიდატიდან სთავაზობს

19 დეკემბერი, 2022 • 1760
„ოცნება“ ოპოზიციას ომბუდსმენის არჩევას 5 კანდიდატიდან სთავაზობს

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო ოპოზიციას სთავაზობს, სახალხო დამცველი აარჩიოს 5 კანდიდატიდან, რომელთა შორის არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული, ოპოზიცiის მხარდაჭერილი ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე.

„ოცნებას“ სურს, რომ შეთანხმება მოხდეს ამ ხუთი კანდიდატიდან:

  1. ლელა გაფრინდაშვილი;
  2. თინათინ ერქვანია;
  3. ნუგზარ კოხრეიძე;
  4. გიორგი მარიამიძე;
  5. ქეთევან ჩაჩავა.

„ჩვენი კომპრომისი იყო, ომბუდსმენობის ხუთი კანდიდატიდან ამოერჩიათ ერთი. თუმცა მათი პოზიცია გახლავთ, რომ თავიანთი წარმოდგენილი ორი კანდიდატის გარდა მხარს არ დაუჭერენ სხვა კანდიდატს“, — 19 დეკემბერს განაცხადა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, „ოცნებისთვის“ მთავარი ამოსავალი იყო ომბუდსმენობის კანდიდატის მიუკერძოებლობა, რასაც, მისი აზრით, ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე ვერ აკმაყოფილებენ.

თავის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია მმართველი გუნდის შეთავაზება და ამბობენ, რომ არ აპირებენ სხვა კანდიდატის განხილვას, გარდა ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძისა.

პარლამენტს ახალი ომბუდსმენის ასარჩევად ოპოზიციის ხმებიც სჭირდება, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას აქვს მხოლოდ 83 ხმა, არადა საჭიროა 90.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი