ახალი ამბები

ლუკაშენკო და პუტინი ერთმანეთს მინსკში ხვდებიან

19 დეკემბერი, 2022 • 680
ლუკაშენკო და პუტინი ერთმანეთს მინსკში ხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს, 19 დეკემბერს, ბელარუსში ჩავიდა. პუტინს აეროპორტში ყვავილებით დახვდა ალექსანდრე ლუკაშენკო.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

Ria Novosti-ის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების საკითხებზე და მიმდინარე გამოწვევებზე. ასევე, სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებაც.

ბელარუსს მართავს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი რეჟიმი.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არსებობდა საფრთხე, რომ ომში ბელარუსიც ჩაერთვებოდა, თუმცა ამ დრომდე ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობა ამგვარ გადაწყვეტილებას არ იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი