ახალი ამბები

რუსეთმა კიევზე „კამიკაძე“ დრონებით კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში

19 დეკემბერი, 2022 • 655
რუსეთმა კიევზე „კამიკაძე“ დრონებით კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში

19 დეკემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა „კამიკაძე“ დრონებითა და არტილერიით კიდევ ერთხელ დაბომბეს უკრაინული ქალაქები.

უკრაინული მედიის თანახმად, რუსებმა შეტევა მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

ქალაქის ადმინისტრაციის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო 15-მდე დრონის ჩამოგდება.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად დაზიანდა კიევის ოლქში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები.

რუსეთი უკრაინულ ქალაქებს თავს პერიოდულად ესხმის.

უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთი იყენებს ირანულ კამიკაძე დრონებსა და შორი მოქმედების რაკეტებს, რომელთაც ისვრიან შავი და კასპიის ზღვებიდან.

რუსეთი თავს ესხმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ენერგიის გადამცემ ხაზებს, სადგურებსა და ქვესადგურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი