ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ქართულ მხარეს 2022 წელს 1352-მა ადამიანმა იმკურნალა – მინისტრი

15 დეკემბერი, 2022 • 1924
აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ქართულ მხარეს 2022 წელს 1352-მა ადამიანმა იმკურნალა – მინისტრი

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, 2022 წელს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით 1352-მა ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

ამის შესახებ ახვლედიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

“პარალელურად, გრძელდებოდა აფხაზეთის რეგიონის დახმარება პანდემიასთან საბრძოლველად განკუთვნილი პრეპარატებითა და აღჭურვილობით, ასევე იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით; ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი წელს, ჯამში, 6 მილიონ ლარს აჭარბებს. ამასთან, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდებოდა საჭირო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებების ჩათვლით”, – განაცხადა შერიგების მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი