საქართველომ და აზერბაიჯანმა 4 შეთანხმება გააფორმეს – ასადოვის ვიზიტი თბილისში

დღეს, 15 დეკემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი, რომელიც ქართველმა კოლეგამ, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

მხარეებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გამართეს.

სხდომის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის:

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების წარმომადგენლებმა შეხვედრისას განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მაღალ დონეზეა და მხარეთა მიზანი სტაბილური სამხრეთ კავკასიაა.

ევროპული, ქართული და აზერბაიჯანული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო პერიოდში გააქტიურდა სამხრეთ კავკასიასა და დანარჩენ ევროპას შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის საკითხი, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროპაში ენერგიის ექსპორტს.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თანახმად, აღნიშნულ პროექტზე ევროკავშირი 2.3 მილიარდ ევროს დახარჯავს.