„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები ახალ წლამდე უნდა ჩატარდეს – გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მიაჩნია, შიდაპარტიული არჩევნები ახალ წლამდე უნდა ჩატარდეს.

კვირას 15:00 საათზე ჩანიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარდა, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღსა და კენჭისყრის ფორმატზე უნდა შეთანხმდნენ.

„მთავარი არხის“ ცნობით, განიხილება ხმის მიცემის ორი ფორმატი: ხმის მიცემა ფეისბუკზე და „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენებით.

რომან გოცირიძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია ასეთია:

პოლიტსაბჭოს სხდომამდე პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენლემა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა: „კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ ვინმეს უკონტროლოს, რომელ კანდიდატს აძლევს ხმას. ეს არღვევს ყველანაირ პრინციპს და იმედი მაქვს, პოლიტსაბჭო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

ამ ეტაპზე თავმჯდომარეობა სურს სამ კანდიდატს: მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს და გიორგი მუმლაძეს.