ქარტიის პრიზზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ქარტიის პრიცი 2022-ის“ მოსაპოვებლად განცხადებების მიღება დაიწყო. ორგანიზაციის თქმით, ყოველწლიური კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება.

კონკურსი ცხადდება შემდეგ ექვს ნომინაციაში:

გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური. „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაზე კი გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემით, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თქმით, პრიზები დაწესებულია IREX-ის USAID პროგრამის მხარდაჭერით.

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე.

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი, 18.00 საათი. გამარჯვებული გამოვლინდება 2022 წლის დეკემბერში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე. ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები: