ყველა პაემანი უფასო ხდება, იზრდება სატელეფონო საუბრის დრო – ცვლილებები პენიტენციურ კოდექსში

იუსტიციის სამინისტრომ ახალ პენიტენციურ კოდექსზე მუშაობა დაასრულა. სამინისტროს თანახმად, პროექტი მალე პარლამენტს წარედგინება.

კოდექსის ძირითადი სიახლეების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მეტად მაღალ ხარისხში.

იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გაუსვა ხაზი: