ახალი ამბები

თავისუფლების მოედანზე თბილისის საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“ გააპროტესტეს

30 ნოემბერი, 2022 • 907
თავისუფლების მოედანზე თბილისის საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“ გააპროტესტეს

მოქალაქეები აქციას მართავენ თბილისში, თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული საახალწლო სლოგანის შეცვლის მოთხოვნით.

29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავარი საახალწლო სლოგანი „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“ იქნება. ამავე წარწერას მერია თავისუფლების მოედანზე არსებულ ნაძვის ხესთან ამონტაჟებს.

სლოგანმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. საბა ბუაძემ “ლელოდან” განაცხადა, რომ ეს არის ქართული ოცნების მხრიდან მცდელობა, მეგობარი ხალხის უბედურებაზე ხაზგასმით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს.

საპასუხოდ თბილისის მერიმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი