ახალი ამბები

უკრაინაში ომი თბილისში მყოფი რუსების ნაწილმა გააპროტესტა

26 ნოემბერი, 2022 • 973
უკრაინაში ომი თბილისში მყოფი რუსების ნაწილმა გააპროტესტა

დღეს, 26 ნოემბერს თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა რუსთაველის გამზირზე უკრაინაში მიმდინარე ომი გააპროტესტა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ფონდი „თავისუფალი რუსეთია“.

„ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები, ვეწინააღმდეგებით ომს და ვაგრძელებთ ბრძოლას იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ომი მოუტანა უკრაინასა და საქართველოს. რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებს სიცოცხლეებსა და საკუთარ მოქალაქეებს“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეთა თანახმად, მათ სამშობლო პუტინის რეჟიმის რეპრესიებისა და იმის გამო დატოვეს, რომ არ სურდათ მოეკლათ, ან თავად მომკვდარიყვნენ პუტინისთვის.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა და დიპლომატმა და ექსპერტმა გიორგი მჭედლიშვილმა.

საქართველოში სექტემბრის თვის მონაცემებით, რუსეთის 112 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი