ახალი ამბები

15 ათასზე მეტი უკრაინელი ომში დაკარგულად მიიჩნევა — უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისია

25 ნოემბერი, 2022 • 572
15 ათასზე მეტი უკრაინელი ომში დაკარგულად მიიჩნევა — უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისია

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის (ICMP) შეფასებით, უკრაინაში ომის დროს დაკარგულად მიიჩნევა 15 ათასზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ორგანიზაციამ Reuters-ს უთხრა.

გამოცემის თანახმად, ნიდერლანდური ორგანიზაცია ICMP შეიქმნა ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე ომების დროს, 1990-იან წლებში. ივლისში მან ბიურო გახსნა კიევშიც.

ბიუროს ხელმძღვანელის, მეთიუ ჰოლიდეის თქმით, უცნობია, რამდენი ადამიანი გადაადგილეს იძულებით, რამდენი იმყოფება რუსი სამხედროების მიერ პატიმრობაში, რამდენია დაღუპული ან/და რამდენია დროებით საფლავებში დამახრული.

ჰოლიდეი ასევე დასძენს, რომ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიება კიდევ წლები გაგრძელდება. ამასთანავე, 15 ათასი დაკარგული ბოლომდე ვერ ასახავს რეალურ მაჩვენებელს, რადგან თავად უკრაინული ოფიციალური წყაროები მხოლოდ მარიუპოლში დაკარგულად მიიჩნევენ 25 ათას ადამიანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი