ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

24 ნოემბერი, 2022 • 780
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კონსტანტინე ქურსუა დაიღუპა.

ჯერჯერობით უცნობია დაღუპვის ზუსტი ადგილი და დრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო არკვევს აღნიშნულ ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაცია და კავშირები არის გართულებული, საელჩო აქტიურად ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ არაა საქართველოს მოქალაქე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 30-მდე ქართველი დაიღუპა, მათ შორის არიან წარმოშობით ქართველი უკრაინის მოქალაქეებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი