8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ქმედების გამო 28 წლის კაცი დააკავეს

8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, სამეგრელოში 28 წლის კაცი დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებს ბავშვის დედამ მიმართა და დახმარება ითხოვა. დაკავებულის ოჯახის წევრები კი ფაქტს გამორიცხავენ.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.