პუტინი ერევანში ОДКБ-ს სამიტს დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 23 ნოემბერს სომხეთში ОДКБ [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] სამიტს დაესწრება და სომხეთის პრემიერ- მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება. ამის შესახებ მედიას განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

ОДКБ – ნატოს რუსული ალტერნატივა, რომელიც არ მუშაობს