საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა 19 ნოემბერს, კარდიფში შედგა.

მატჩის პირველი ნახევარი მოწინააღმდეგის უპირატესობით 12:03 დამთავრდა, თუმცა მეორე ტაიმში ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა.

საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 13:12 დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ფოტო: Facebook/Georgian Rugby