უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, უკრაინიდან არ იყო გასროლილი და მომხდართან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო ჯგუფში უკრაინული მხარის ჩართვის შესახებ საუბრობს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ იყო ჩვენი რაკეტა“, – განაცხადა მან.
ზელენსკის თანახმად, უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მომხდარის გამოძიებაში.
„გვაქვს უფლება ვიყოთ გამოძიების ჯგუფში ჩართულნი? რა თქმა უნდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.