„პოლონეთი ევროპის გულია, რაც არავინ უნდა დაივიწყოს“ – ზურაბიშვილი პოლონეთში აფეთქებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს პოლონეთში გუშინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სოლიდარობას უცხადებს პოლონეთის მთავრობასა და ქვეყნის მოსახლეობას და აცხადებს, რომ პოლონეთი ევროპის გულია, რაც არავინ უნდა დაივიწყოს:

„თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს“, – ამბობს ზურაბიშვილი.

I send my condolences to the families of the victims. We stand in solidarity with the Polish government and people in this worrisome time.
Poland is the heart of Europe. Nobody should forget that! @AndrzejDuda

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 16, 2022

გუშინ, 15 ნოემბერს, ქვეყნის აღმოსავლეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს რაკეტა  ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რაკეტის გასროლაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა ამ უკანასკნელმა მომხდარში მისი მონაწილეობა გამორიცხა და ფაქტს „მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს“.