ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 253.9 ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 253.9 ლარი (ერთ ადამიანზე) შეადგინა.

სექტემბერში საარსებო მინიმუმი 6.6 ლარით ნაკლები იყო და 247.3 ლარს შეადგენდა.

სპეციალისტების ნაწილი, ვინც საარსებო მინიმუმის დადგენის საქსტატისეულ/მთავრობისეულ გზას იცნობს, მის ხარვეზებზე მიუთითებს და ამბობს, რომ შესაძლოა, განხვავებული რიცხვები მივიღოთს ხვანაირად დათვლით.

უფრო ვრცლად საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაზე წაიკითხეთ:

რატომ არ ცვლიან საარსებო მინიმუმის დადგენის გზას