კვარაცხელია საქართველო-მაროკოს ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო გამოტოვებს საქართველო-მარკოს შორის დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრას.

ფედერაციის თქმით, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის დინამოს წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეუერთდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 17 ნოემბრის მატჩისთვის ასეთია:

რაც შეეხება  ხვიჩა კვარაცხელიას, „ნაპოლის“ ქართველმა ლეგიონერმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ შეხვედრის დროს მიიღო. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე განთავსებულ სარეკლამო ბანერს შეეჯახა და წელის ტრავმა მიიღო, რის გამოც სერია ა-ს სამი თამაშის გამოტოვებაც მოუხდა.