პრიზი გამორჩეული ხელწერისთვის – სოსო ბლიაძის ფილმის მორიგი საერთაშორისო წარმატება

ბელფასტის კინოფესტივალზე ფილმისთვის, „ჩემი ოთახი“, დაწერილი სცენარისთვის თაკი მუმლაძე და სოსო ბლიაძე დაჯილდოვდნენ პრიზით გამორჩეული ხელწერისთვის.

Trailer | BIFF2022 자기만의 방 A Room of My Own | 월드 시네마

ბელფასტის 22-ე კინოფესტივალი, – სადაც სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი კონკურსში იღებდა მონაწილეობას, – ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში, 3-12 ნოემბრის შუალედში გაიმართა.

კარლოვი-ვარისა და კიოლნის კინოფესტივალების შემდეგ, ეს ფილმისთვის მესამე საერთაშორისო ჯილდოა.