სენაკში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სენაკში საავტომობილო ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. შემთხვევა დღეს, 12 ნოემბერს მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და ერთი სატვირთო შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.