უკრაინული წარმოების საზღვაო დრონს “ხერსონი” ერქმევა

პირველ საზღვაო დრონს, რომელსაც უკრაინაში ამზადებენ, “ხერსონი” ერქმევა.

ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში უკრაინის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველ მეხუთე ჭურვს ზღვაში განთავსებული ხომალდებიდან ისვრის და საჭიროა რუსული გემების საწინააღმდეგო სისტემები.

“ამ დრონებს შეუძლიათ ზღვაში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალონ. სწრაფ და პატარა დრონებს შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ გემებს, რომელთა შექმნაც ასეულობით მილიონი დოლარი ჯდება”, – განაცხადა უკრაინელმა მინიტრმა.

დრონი “ხერსონი” აღჭურვილია ღამის ხედვის, ასევე ავტოპილოტის სისტემებით. მისი შექმნა 10 მილიონი გრივნა ჯდება. უკრაინაში დრონების წარმოებისთვის ფულს საქველმოქმედო კამპანიებით აგროვებენ.

President @ZelenskyyUa announced a special fundraiser by @U24_gov_ua for the world’s first naval fleet of drones!
russia launches every fifth missile from ships. To defend 🇺🇦 cities and waters, Ukraine needs 100 maritime drones, $250K each. Join & donate: https://t.co/tNENSCgSTH pic.twitter.com/pWd4jyAzLf

— Mykhailo Fedorov (@FedorovMykhailo) November 11, 2022