თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს, ნიკოლოზ გოგაშვილს 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ გოგაშვილი 8 ნოემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდებით, რაც და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილებით, გოგაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს საპატიმროს.
სუს-ის განცხადებით, აღნიშნული საქმე სოსო გოგაშვილის ბრალდების საქმიდან გამოყოფილია.
გოგაშვილების ოჯახი ნიკოლოზ გოგაშვილის დაკავებას სოსო გოგაშვილისადმი ხელისუფლების შურისძიებას უკავშირებს.