რუსული სამთავრობო მედიასაშუალება Ria Novosti-ის თანახმად, ავტოავარიაში დაიღუპა ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ვიცე-ხელმძღვანელი, კირილ სტრემოუსოვი.
რუსული მედია ცნობას ავრცელებს ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ხერსონის ოლქში, ქალაქ ჰენიჩესკთან მოხდა.
ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხი ოლქიდან, რომელიც რუსეთმა წელს, უკანონო რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ „შეიერთა“.
დღეს უკრაინულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ რუსები ხერსონის ოლქის ჩრდილოეთს, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს ტოვებენ.