ახალი ამბები

ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, კიევი ევაკუაციისთვის ემზადება

7 ნოემბერი, 2022 •
ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, კიევი ევაკუაციისთვის ემზადება

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვერ შეძლებს კიევის ელექტროენერგიით მომარაგებას, კიევის მესვეურები მოსახლეობის სრული ევაკუაციის შესაძლებლობასაც განიხილავენ.

კიევში სამ მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს.

ინფორმაცია მედიაში და ადგილობრივებში ვრცელდება.

ამჟამად უკრაინის ელექტროინფრასტრუქტურის დაახლოებით 40 პროცენტი დაზიანებული ან განადგურებულია, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს ენერგია არ მიეწოდება.

ზამთრის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში თავშესაფრებს აწყობენ, სადაც მოქალაქეებს გათბობა შეეძლებათ.

რუსეთმა უკრაინის ელექტროინფრასტრუქტურაზე ინტენსიური თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რამაც ხიდისა და რკინიგზის დაზიანება გამოიწვია.

მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმა სწორედ ხიდის აფეთქების გამო ხდებოდა.

უკრაინული მხარე უარყოფს, რომ ხიდის აფეთქებაში მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი