კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას — ლექსმანი გვარამიას განაჩენზე

ევროპარლამენტარ, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრ მირიამ ლექსმანისთვის უკიდურესად მიუღებელია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება.

მისი შეფასებით, გვარამიას სასჯელი გაყალბებულ ბრალს ეფუძნება.

„შერჩევითი მართლმსაჯულების ეს კიდევ ერთი მაგალითი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას“, — წერს ლექსმანი Twitter-ზე.

I am abhorred by the decision to uphold the sentencing of Nika Gvaramia, which is based on trumped up charges.
This yet another example of selective justice puts into question Georgia’s European path pic.twitter.com/077uAUqJPl

— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) November 2, 2022

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.

სააპელაციო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა

საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე:

გვარამიას პატიმრობა ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს – აშშ-ის საელჩო

“ვუერთდები შეშფოთებას” — ფოტიგა გვარამიას საქმეზე